Sunday, May 3, 2015

პროექტის პორტფოლიო

დასრულდა ჩვენი ტრენინგი,რომელიც დიდი ინტერესით მიმდინარეობდა.გავერკვიე
თუ როგორ ხდება პროექტებით სწავლება.როგორ ჩავრთოთ აქტიურად მოსწავლეები.ქალბატონი ირინა ძალღონეს არ იშურებდა იმისთვის ,რომ ჩვენ კრგად აგვეთვისებინა პროექტების მომზადება.უღრმესი მადლობა ქალბატონ ირინას.


Sunday, April 19, 2015

დღეს ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე, გავიგე რატომ და როგორ არ უნდა დავარღვიო საავტორო უფლებები. გავარჩიეთ დაწყვილების მეთოდები. დავწყვილდით გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია. უკუკავშირი სასარგებლო აღმოჩნდა უკეთ დამენახა ჩემი პოროექტი. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Saturday, April 18, 2015

ისე როგორც სასწავლო პროცესში, ასევე პროექტების განხორციელებისას მეტად მნიშვნელოვანია შეფასების ფორმების სწორი არჩევა. მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები.  საინტერესო და სახალისოც  კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის  გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარებას.

Sunday, April 12, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლების სწავლა.  პროცესი მართლაც რომ საინტერესოა. საინტერესოა ამ პროცესთან მიდგომა. პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. ახლა გავიგე რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, დავწერე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია,  დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. რომლის არსი ადრე არ ვიცოდი. ვეცდები პროექტი საინტერესო გამოვიდეს.