Sunday, April 19, 2015
Saturday, April 18, 2015
ისე როგორც სასწავლო პროცესში, ასევე პროექტების განხორციელებისას მეტად მნიშვნელოვანია შეფასების ფორმების სწორი არჩევა. მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები. საინტერესო და სახალისოც კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარებას.
Sunday, April 12, 2015
დავიწყეთ პროექტებით სწავლების სწავლა. პროცესი მართლაც რომ საინტერესოა. საინტერესოა ამ პროცესთან მიდგომა. პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. ახლა გავიგე რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, დავწერე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. რომლის არსი ადრე არ ვიცოდი. ვეცდები პროექტი საინტერესო გამოვიდეს.
Subscribe to:
Posts (Atom)